შერგელაშვილი ფიგურირებს ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეშიც, როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა „ბიბისის“ ე.წ გამოძიება, ასეთი ყალბი ფაქტებით საუბრობს ერთ დროს მაღალი რეპუტაციის მქონე მაუწყებელი, ამით ყველაფერი ნათქვამია - პრემიერი

06 დეკემბერი 2025, 20:51 84 ნახვა

ბატონი შერგელაშვილი ფიგურირებს ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეშიც, როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა „ბიბისის“ ე.წ გამოძიება, ასეთი ყალბი ფაქტებით საუბრობს ერთ დროს მაღალი რეპუტაციის მქონე მაუწყებელი, ამით ყველაფერი ნათქვამია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ნიშანდობლივია, რომ სწორედ ასეთი ადამიანები არიან ამ სპეცოპერაციის ფიგურანტები.



„ერთ-ერთი არის ბატონი შერგელაშვილი, რომელიც სხვა სისხლის სამართლებრივ საქმეშიც ფიგურირებს და კონკრეტულად ეს არის ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმე, 4 ოქტომბრის საქმე. როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა „ბიბისის“ ე.წ გამოძიება, როდესაც ეყრდნობა ცნობილ მამა-შვილს და ა.შ, აღარ მინდა გავაგრძელო, როდესაც ასეთი ყალბი ფაქტებით საუბრობს ერთ დროს მაღალი რეპუტაციის მქონე მაუწყებელი, ამით ყველაფერი ნათქვამია. ძალიან ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც დღეს არის შექმნილი ევროპულ მედიაში და „ბიბისიში“ შექმნილი ტრაგიკული მდგომარეობა ამის კიდევ ერთ მორიგი დასტურია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში