იმიტირებული სასამართლო პროცესი ამერიკელი მოსამართლის მონაწილეობით

18 სექტემბერი 2022, 14:40 708 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ნაფიც მსაჯულთა როლში მყოფი სტუდენტები ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვასთან დაკავშირებულ საქმეს განიხილავენ. პროცესში პირობითი ბრალდებული და დაზარალებულიც მონაწილეობს. მოპაექრე მხარეები კი   ექსპერტ-იურისტები და პროკურორები არიან. თუმცა პროცესი განსაკუთრებული კიდევ ერთი მიზეზის გამოცაა, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გამართულ იმიტირებულ სასამართლო პროცესში პირველად ამერიკელი მოსამართლე ჯეიმს რედვაინი მონაწილეობს.  მხარეთა პოზიციებს  ეცნობა   ბათუმის სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ლევან ყოლბაიაც.  „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი!“- აღსანიშნავია, რომ ამ დევიზით უკვე მეორე წელია,   იურიდიული დახმარების სამსახური საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ კამპანიას ახორციელებს .

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში