ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტში

19 სექტემბერი 2022, 14:36 570 ნახვა

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ეკა სეფაშვიილმა აღნიშნა, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კანონმდებლობით მოხდება ისეთი წესების განსაზღვრა, რომლებიც გაითვალისწინებს ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციებს და უზრუნველყოფს ერთიან თანაბარ პირობებს ბაზარზე გამოჩენილი აუდიოვიზუალური მედიის ახალი სახეებისთვის. მისივე თქმით, მაუწყებელი, სამაუწყებლო ბადით თავად განსაზღვრავს რა დროს, რა თანმიმდევრობით და რა პროგრამას უყუროს მომხმარებელმა ისე, რომ აუდიოვიზუალური პროდუქცია ყველა მომხმარებლისთვის ერთდროულად ხელმისაწვდომი იყოს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ამ კანონით ცდილობს ევროპული სტანდარტების საფარქვეშ კრიტიკული მედიის ჩახშობას.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში