პოლიტიკური განცხადებები პლენარულ სხდომაზე

25 ნოემბერი 2025, 14:48 78 ნახვა

„ქართული ოცნების“ სამშვიდობო პოლიტიკა, მსხვილი ინვესტიციების შემოსვლის მიზანმიმართული ხელშეშლა, ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემები, ჩორჩანასა და 20 ივნისის საქმეები -  სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები დღეს საქართველოს პარლამენტში.

მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, მსოფლიო გეოპოლიტიკური რყევების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა და არაერთი უმსხვილესი ინვესტიცია მოიზიდა. მათივე თქმით, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, ქვეყნის განვითარებას მიზანმიმართულად უშლიან ხელს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუნდის წევრებმა აქცენტი გააკეთეს გახარიას მიმართ წარდგენილ ბრალდებებზე და განაცხადეს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იდევნება. განცხადებებში ასევე ისმოდა რეპლიკები 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით.

გიორგი გახარიას პარტიის განცხადებებს, „ქართული ოცნების“ წევრებმა  უპასუხეს და ყოფილი თანაგუნდელი ჩორჩანას საქმეში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი