მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს და პარტნიორებთან ერთად მონაწილეობას ვიღებდე მნიშვნელოვან დისკუსიებში უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად -ირაკლი ღარიბაშვილი

20 სექტემბერი 2022, 19:27 397 ნახვა

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, რომ პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვან დისკუსიებში მონაწილეობს უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად.

"მონაწილეობას ვიღებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გახსნით სესიაში, რომელზეც მსოფლიო ლიდერები გლობალური დღის წესრიგის ყველაზე აქტუალურ საკითხებს იხილავენ.

მაქვს პატივი წარმოვადგენდე, საქართველოს და პარტნიორებთან ერთად მონაწილეობას ვიღებდე მნიშვნელოვან დისკუსიებში უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად",- წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში".

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში