4 ოქტომბერს იყო მხოლოდ ერთი მოძალადე მხარე, ბრიუსელისგან მხარდაჭერილი რადიკალები, მათი დაგმობა საკუთარი თავის დაგმობაც იქნებოდა - შალვა პაპუაშვილი

05 ნოემბერი 2025, 11:33 112 ნახვა

არანაირი „ყველა“, ვისაც თავი უნდა შეეკავებინა ძალადობისგან, 4 ოქტომბერს არ არსებობდა. იყო მხოლოდ ერთი მოძალადე მხარე – ბრიუსელისგან მხარდაჭერილი რადიკალები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც ის აღნიშნავს, მათი დაგმობა საკუთარი თავის დაგმობაც იქნებოდა. ეს არის არ დაგმობის რეალური მიზეზი.

"ევროკავშირის ელჩის გააზრებული უარი, უყოყმანოდ დაგმოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლის და ანტიდემოკრატიული ტრაექტორიის საუკეთესო ილუსტრაციაა.

არანაირი “ყველა", ვისაც თავი უნდა შეეკავებინა ძალადობისგან, 4 ოქტომბერს არ არსებობდა. იყო მხოლოდ ერთი მოძალადე მხარე - ბრიუსელისგან მხარდაჭერილი რადიკალები. მათი დაგმობა საკუთარი თავის დაგმობაც იქნებოდა. ეს არის არ დაგმობის რეალური მიზეზი", - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე