სტუდენტის პროტესტი ბსუ-ში

30 სექტემბერი 2022, 17:00 893 ნახვა

ერთი სტუდენტის პროტესტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საჯარო  მმართველობის მესამე კურსის სტუდენტი ითხოვს კაცმა, რომელიც სასწავლებლის შენობაში Z-ტი სიმბოლოიანი მაისურით გადაადგილდებოდა სტუდენტებს საჯაროდ ბოდიში მოუხადოს.

არჩილ კვაჭაძე  უცნობი კაცის  იდენტიფიცირებისთვის დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავს.

ბსუ-ს  ფოიეში გადაღებული  ახალგაზრდა კაცის, ფოტო მედიაში  27 სექტემბერს გავრცელდა, სადაც ჩანს რომ უცნობი პირი აკადემიურ სივრცეში Z სიმბოლოიანი მაისურით გადაადგილდება.

ლათინურ ასო “Z”-ტი პუტინის ომის სიმბოლოა, რომელსაც რუსეთი  უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის  პროპაგანდისთვის იყენებს .

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში