პროტესტი მშენებლობის წინააღმდეგ ფიროსმანის ქუჩაზე

01 დეკემბერი 2025, 14:13 163 ნახვა

პროტესტი მშენებლობის წინააღმდეგ ფიროსმანის ქუჩაზე. 35 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა  ხელისუფლებას  მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას სთხოვს.   მათი თქმით, სამუშაოები საფრთხეს უქმნის მეზობლად მდებარე ავარიულ საცხოვრებელ სახლს.

ადგილობრივების  განცხადებით, სამი წლის წინ, სანამ მშენებლობა დაიწყებოდა, სამშენებლო კომპანიამ ''უან გარდენ ქიიმ“ მათთან შეთანხმებით იკისრა ვალდებულება — კორპუსის სრული დემონტაჟისა და ოჯახების უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.

მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ინფორმაციით, დაპირება არ შესრულებულა და სამუშაოები ისე გაგრძელდა, რომ არც მძიმე ტექნიკის გადაადგილება შეჩერებულა და არც მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხებია გათვალისწინებული.

ადგილზე იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც, რომლის განმატებითაც  საკითხი ადგილობრივი მერიის  პასუხისმგებლობაა, რომელმაც რეაგირება დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს.  საკითხზე კომენტარი არ გაკეთებულა ბათუმის მერიაში.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში