ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები

01 ოქტომბერი 2022, 11:36 542 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრმა ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, კლინიკა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვება.

მინისტრის თქმით, კლინიკა 82 საწოლზე იქნება გათვლილი და შენობაში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი გადავა.

ადგილზევე მოეწყობა ბავშვთა ინფექციური განყოფილება, რის შედეგადაც, ნებისმიერ პაციენტს შეეძლება თანამედროვე სტანდარტების მომსახურების მიღება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი