"კვარაცხელია სტრატოსფერული ფეხბურთელია" - ლუჩანო სპალეტი

01 ოქტომბერი 2022, 22:07 4642 ნახვა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ "ტორინოსთან" 3-1 გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

იტალიელმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. დღეს მატჩის 37-ე წუთზე სოლო რეიდის შემდეგ ქართველმა გოლი გაიტანა.

"პირველ ნახევარში  ჩვენ დიდი  უპირატესობა გვქონდა. კვარაცხელიას პირველ ტაიმში რამდენჯერმე იმიტომ დავუძახე, რომ ფორვარდთან უფრო ახლოს უნდა ეთამაშა.მეორე ტაიმში მან ეს კარგად გააკეთა. კვარა საოცარი მოთამაშეა, რომელიც ახერხებს ბურთის გადამალვას, იცის მეტოქის მოტყუება და თავისუფალი თანაგუნდელის დანახვაც. დღეს  ჟელინსკის  ორჯერ კარგი გადაცემა გაუკეთა. კვარაცხელია სტრატოსფერული მოთამაშეა“, - განაცხადა სპალეტიმ.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 10 მატჩში 5 გოლი, 2 საგოლე გადაცემა და 2 მოპოვებული პენალტი აქვს.

"ნაპოლი" მომდევნო მატჩს კი ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად ამსტერდამის „აიაქსთან“ ჩაატარებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში