"დინამო" ბათუმმა ბოლნისში "სიონს" ფრედ 1-1 ეთამაშა

02 ოქტომბერი 2022, 18:10 695 ნახვა

ეროვნული ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში "დინამო" ბათუმმა ბოლნისში "სიონთან" ფრედ 1-1 ითამაშა.
ანგარიში მამუჩაშვილის გადაცემის შემდეგ მილან რადინმა გახსნა და ბათუმელები წინ გავიდნენ. პირველი ტაიმის მიწურულს კი "დინამო" 10 კაცის შემადგენლობით დარჩა, მოედანი ირაკლი ბიძინაშვილს დაატოვებინეს.

54-ე წუთზე ანგარიში გი გნაბუიუმ გაათანაბრა.

76-ე წუთზე ბექაურმა წითელი ბარათი მიიღო და მოედანზე გუნდები თანაბარი მოთამაშეებით დარჩნენ, თუმცა მატჩში გოლი აღარ გასულა.

28 ტურის შემდეგ გუა გეგუჩაძის გაწვრთნილ ბათუმელებს 61 ქულა აქვთ და ისევ პირველ ადგილზე იმყოფებიან.

"დინამო" თბილისმა კი ფრედ 0-0 ეთამაშა ქუთაისში"ტორპედოს".
დედაქალაქელები 60 ქულით მეორე ადგილზე რჩებიან.

მომდევნო ტურში "დინამო" ბათუმი 7 ოქტომბერს თბილისში სწორედ "დინამო" თბილისის დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში