ომი უკრაინაში

11 ოქტომბერი 2022, 19:34 518 ნახვა

უკრაინამ რთული მოლაპარაკებების შედეგად 62 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, დაბრუნებულ ცხედრებს შორის ოლენივკას ციხეში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრებიცაა. ოლენივკას ციხეში, რომელიც რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ დონეცკში მდებარეობს, დაბომბვის შედეგად მინიმუმ 50 უკრაინელი ტყვე დაიღუპა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში