ქობულეთში 10 სოფლის ამბულატორიას ახალი მფლობელი ჰყავს

13 ოქტომბერი 2022, 20:24 322 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 10 სოფლის ამბულატორიების შენობა-ნაგებობა საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს უსასყიდლოდ გადასცა. აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ საკრებულოს სხდომაზე იქნა მიღებული.ამ გადაწყვეტილებით, პირველადი ჯანდაცვის ამბულატორიების რგოლი უფრო მოქნილი და გაუმჯობესებული უნდა გახდეს სხვადასხვა სამედიცინო სერვისის მიღების კუთხით.  ჯამში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 13-ერთეული სოფლის ამბულატორია არსებობს, აქედან სოფელ მუხაესტატეს, ლეღვას და დაბა ჩაქვის ამბულატორიების შენობა-ნაგებობების  გადაცემის საკითხზე გარკვეული სამართლებრივი პროცესები უნდა დადგინდეს, რომლის შემდეგ დარჩენილი სამი ობიექტიც სამედიცინო ჰოლდინგს სრულად გადაეცემა.  რაც შეეხება, მუნიციპალიტეტში არსებულ სოფლის მედპუნქტების საკითხს, აღნიშნული ქონება ისევ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რჩება, რაზეც მოვლა-შენახვა კვლავ ქობულეთის მერიას ეხება. ცნობისთვის, ამჟამად მუნიციპალიტეტში 29 მედპუნქტი ფუნქციონირებს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში