ხულოში, სოფელ ღურტაში კაცს ხე დაეცა და გარდაიცვალა

19 ოქტომბერი 2022, 15:50 1483 ნახვა

ხულოში, სოფელ ღურტაში კაცს ხე დაეცა და გარდაიცვალა.

დიოკნისის თემში ხულოს რწმუნებულის, გურამ კახაძის ინფორმაციით, გარდაცვლილი 42 წლისაა, იგი საშეშე მასალას ამზადებდა, ხე მოჭრა და მას დაეცა. მისივე თქმით, მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ექიმებს იგი გარდაცვლილი დახვდათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში