დღეს "ნაპოლი" გასვლაზე "რომას" დაუპირისპირდება

23 ოქტომბერი 2022, 12:01 890 ნახვა

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" გასვლაზე რომში "რომას" დაუპირისპირდება.

გასული 10 ტურის შემდეგ "ნაპოლი" 26 ქულით ჩემპიონატის ლიდერია, ხოლო "რომა" 22 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება.

რომაელებს პაულო დიბალა არ ეყოლებათ, ხოლო სპალეტის გუნდს ზამბო ანგისა და ამირ რაჰმანი დააკლდება.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიოს კითხეს თუ როგორ აპირებს კვარაცხელიას შეჩერებას. პორტუგალიელმა კი ჩვეულ სტილში ხუმრობით უპასუხა რომ ხვიჩას ფეხს დაუდებს თუ მის წინ ჩაირბენს.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ნაპოლის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 14 მატჩში 13 გოლში მიიღო მონაწილეობა (7 გოლი, 6 საგოლე გადაცემა) და სერია A-ში მოთამაშე ფეხბურთელებში მსგავსი შედეგი არავის აქვს.

"რომას" და "ნაპოლის" მატჩი დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე "სტადიო ოლიმპიკოზე" დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში