15 მილიონი ევრო ბათუმში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების მოსაწყობად

25 ოქტომბერი 2022, 12:00 703 ნახვა

ბათუმში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განვითარებისთვის 15 მილიონი ევრო გამოიყოფა. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით განხორციელდება.

ბათუმის მერმა და პროექტის ,,მდგრადი ურბანული მობილობა ბათუმში“ მენეჯერმა შეღავათიანი სესხის გამოყოფის საკითხსა და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.  

არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის დანერგვის მიზანია ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, მუნიციპალური ტრანსპორტის უპირატესობა და ჰაერის დაბინძურების შემცირება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი