სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი

01 ნოემბერი 2022, 11:34 443 ნახვა

ქართველი პოლიტიკოსები აგრძელებენ ევროსაბჭოს 12 რეკომენდაციაზე მუშაობას. ახლა დღის წესრიგში სახალხო დამცველის შერჩევის საკითხია. პარლამენტში კანდიდატების მოსმენა გრძელდება. დღეს კიდევ ერთ კანდიდატს მოუსმინეს - მაკა მინდიაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ იქნება ყველაზე აქტიური სახალხო დამცველი, რომელიც ყველა მოქალაქეს მოუსმენს. მისი თქმით, ყურადღებას გაამახვილებს ძალადობის ფაქტებზე. ჯამში ომბუდსმენობის 13 მსურველის ხედვა მოისმინეს დეპუტატებმა, დარჩენილია კიდევ ექვსი. განსხვავებული შეფასებები აქვთ მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით მმართველ პარტიას და ოპოზიციას, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მოახერხებენ პოლიტიკური პარტიები კონსენსუსის საფუძველზე ერთი კანდიდატის შერჩევას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში