,,ქართულ ოცნებაში'' მიხაილო პოდოლიაკის განცხადებებს გამოეხმაურნენ

17 ნოემბერი 2025, 15:01 104 ნახვა

უკრაინამ თავის თავს მიხედოს, საკუთარი ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანეს - ასე პასუხობს მმართველი გუნდი მიხაილ პოდოლიაკის განცხადებას.

მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი საქართველოს ხელისუფლება, არსებობს მარიონეტული მთავრობა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში წაყვანა მათი დღის წესრიგის ნაწილია და მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, მისცენ საშუალება, უკრაინაში თუ არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადაიყვანონ სამედიცინო მიზნებით.

ამ განცხადების საპასუხოდ კი ყოფილი პრემიერის პარტიაში განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილი სასათბურე პირობებში იყო და მის მიმართ უპრეცედენტო დამოკიდებულება იყო.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე