ოპოზიცია ქობულეთის ახალ ბულვარში უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე საუბრობს

01 ნოემბერი 2022, 14:31 475 ნახვა

ოპოზიცია ქობულეთში უხარისხოდ შესრულებულ პროექტებზე საუბრობს. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, ახალ ბულვარში გახსნიდან მალევე სამშენებლო ხარვეზები გამოვლინდა,  საფეხმავლო გზა და ველობილიკი ყოველი გაწვიმებისას იტბორება. უფუნქციოდაა დარჩენილი სველი წერტილი. 3 კმ ბულვარის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. ოპოზიცია ხელისუფლებას ხარვეზების გამოსწორებისკენ მოუწოდებს. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს  მოსახლეობის შეცდომაში შეიყვანას და მნიშვნელოვანი პროექტების დაკნინებას." მერიის წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი ბულვარის მოწყობა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელდა. სამუშაოები შესრულებულია პროექტის შესაბამისად. უწყების ინფორმაციით, მდ. აჭყვადან მდ.კინტრიშამდე აშენდა სრულიად ახალი მოსასვენებელი, გასართობი სივრცე და სამუშაოების შემდეგ, ქალაქმა მიიღო კიდევ ერთი კეთილმოწყობილი გარემო.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში