ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრით დაიწყო.
ირაკლი კობახიძე ამ წუთებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბჭოს პრემიერს ხვდება. ცნობილია, რომ ორი ქვეყნის ლიდერი პარტნიორული თანამშლობის გაძლიერებაზე ისაუბრებს, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და ტურისტული მიმართულებით.
აქცენტი გაკეთდება სავაჭრო სფეროში ახალი კავშირების დამყარებაზე. ვიზიტის პირველივე დღეს, ორი ქვეყნის კოლეგა სამინისტროები, ახალ ორმხრივ შეთანხმებებს გააფორმებენ.
დოკუმენტს ხელს მოაწერენ ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრები. დოკუმენტი მოიცავს პარტნიორებს შორის თანამშრომლობას ავიაციის, ტურიზმის, კულტურის, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
საქართველოს პრემიერ - მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ხვალ ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.
ირაკლი კობახიძე გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვა. გამოფენაში საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.
საგამოფენო სივრცეში რომელსაც ყოველწლიურად 150 ზე მეტი მონაწილე ქვეყანა და 200 000 ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, 40-ზე მეტი ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი. რაც ქართული ბიზნეს სექტორისთვის დამატებით შესაძლებლობაა მრავალმილიონიან ბაზარე პოციზიონირებისთვის.