პრეზიდენტი ,,პარიზის მშვიდობის ფორუმზე“

12 ნოემბერი 2022, 11:35 536 ნახვა

არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციას და პოლარიზაციას, არ უნდა ვუპასუხოთ შეტევებს, რომლებიც ზოგჯერ ეხება ფუნქციასაც და იმასაც, რომ ხარ ქალი - მნიშვნელოვან პოზიციაზე. - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა ,,პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ შეკითხვას, თუ რა უნდა გააკეთონ ქალმა ლიდერებმა.  პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი გრძელდება.სალომე ზურაბიშვილმა ფორუმზე დეტალურად ისაუბრა ქალების როლზე. სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ და ირანელ ქალებს. ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქალებსა და მათ პრობლემებზე. მკაფიოდ დაგმო რუსული აგრესია და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაჯამა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში