„შენი იდეა ბათუმს“ იდეების რეგისტრაცია დაიწყო

15 ნოემბერი 2022, 11:10 585 ნახვა

„შენი იდეა ბათუმს“ მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში იდეების მიღება დაწყებულია. მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ  ქალაქის განვითარებაში  წვლილის შეტანა და აქვთ სხვადასხვა მიმართულებით იდეა,  მერიაში 12 დეკემბრამდე უნდა წარადგინონ.    

 ანალიზის პროცესის  შემდეგ საბჭო გამოავლენს იმ  პროექტებს, რომლებიც  დააკმაყოფილებს  კრიტერიუმებს  და დაიწყება ხმის მიცემის ეტაპზე რეგისტრაცია.   

8-დან  21 თებერვლის ჩათვლით კი  ბათუმში რეგისტრირებულ 18 წელს ზემოთ მოქალაქეს, ონლაინ პორტალზე შეეძლება მისთვის სასურველ იდეას დაუჭიროს მხარი.  მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში   2023 წელს განსახორციელებელი პროექტებისთვის 1 მილიონი ლარია გათვალისწინებული.  

წელს კი უნდა განხორციელდეს გამარჯვებული პროექტი  თეატრალურ ფესტივალი  ,,პერპენტუმ  მობილე“.  

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში