დღეს პარლამენტში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა სეფაშვილმა, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებსა და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა სკოლამდელ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებსა და მიმდინარე საჭიროებებზე იმსჯელეს.
სეფაშვილის თქმით, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ბაღებში პატრიოტული და ეროვნული ღირებულებების გაძლიერებაა - ინფორმაციას პარლამენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
