ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ორთაბათუმი-წიქარეულის მიმართულებით 1,2 კმ საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყო.
გაკეთდა სანიაღვრე არხები. დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი. ასევე, სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა განხორციელდა.
რეაბილიტირებული გზა ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულს სოფელ წიქარეულთან აკავშირებს. განახლებული გზით 150-მდე ადგილობრივი ოჯახი შეძლებს გადაადგილებას.
ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
