საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას თავდაცვის აკადემიაში უმასპინძლა

16 ნოემბერი 2022, 11:20 330 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა   აზერბაიჯანელ კოლეგას გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიაში უმასპინძლა.  ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა  სამხედრო სასწავლებლის შესაძლებლობები გააცნო.

სტუმრებმა  ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ლაბორატორიები, ლაზარეთი, ბიბლიოთეკა, მუზეუმი, სპორტული დარბაზები და იუნკერების საცხოვრებლები დაათვალიერეს.

მოგვიანებით, ოფიციალური პირები დაესწრნენ სამმხრივ სპორტულ ღონისძიებებს, რომელშიც აზერბაიჯანელი, თურქი და ქართველი კურსანტები მონაწილეობდნენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში