თავდაცვის ძალებისა და შსს-ს ერთობლივი სწავლება შავ ზღვაში

20 ნოემბერი 2025, 14:44 123 ნახვა

თავდაცვის ძალებისა და შსს-ს წარმომადგენლებმა „დიდგორი 2025“-ის ფარგლებში შავ ზღვაში ერთობლივი სწავლება ჩაატარეს.  წელს უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ საველე კომპონენტების სიმრავლით გამოირჩევა.

თავდაცვის ძალებისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების ერთობლივი კოორდინირებული მოქმედებები ტაქტიკურ დონეზე სინქრონიზაციასა და კოორდინაციის გაღრმავებას ითვალისწინებს.  

წვრთნაში ჩართული იყო თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დასავლეთის ბატალიონის საზღვაო ასეულის მყვინთავების ჯგუფი და შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ტაქტიკური ჯგუფი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე