ხანძარზე რეაგირებისა და რეიდის იმიტირებული სწავლება

16 ნოემბერი 2025, 12:00 83 ნახვა

„დიდგორი 2025“-ის ფარგლებში ჩოხატაურში ხანძარზე რეაგირებისა და რეიდის იმიტირებული სწავლება გაიმართა.  

სიმულაციური სცენარის მიხედვით, ხანძარზე რეაგირების და რეიდის ერთობლივი ოპერაციები განხორციელდა.

სწავლებაში კოორდინირებულად და სინქრონიზებულად მოქმედებდნენ სახელმწიფო უწყებების ქვედანაყოფები.

ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობდნენ ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ქვედანაყოფები, სპეციალური ოპერაციების სარდლობის სპეცდანიშნულების ჯგუფი, სსიპ თავდაცვის მოხალისის წარმომადგენლები, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საპატრულო პოლიცია და  ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბრიგადა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე