''აგრო ბათუმი 2022''

25 ნოემბერი 2022, 14:25 354 ნახვა

„აგრო ბათუმი  2022“ -  გაიხსნა.  გამოფენა უკვე მეათედ იმართება და  წელს მასში 50  კომპანია მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის, როგორც ქართული, ასევე უცხოური. აგროსფეროთი დაკავებული კომპანიების წარმომადგენლები   საგამოფენო სივრცეში  სოფლის მეურნეობის პროდუქციასთან ერთად სამეურნეო დანიშნულების დანადგარებსაც წარმოადგენენ.   

ორგანიზატორების თქმით,  სხვადასხვა ქვეყნის უცხოურ და ქართული კომპანიების  ერთ სივრცეში შეხვედრა კოვიდპანდემიის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გაიმართება ასევე კონფერენცია, იქნება მასტერკლასები და  კომპანიის წარმომადგნლების პირისპირ შეხვედრები, რაც მათ სამომავლო თანამშრომლობის  საშუალებას მისცემს.   

გამოფენა ,,აგრო ბათუმი 2022“-ი  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და  „ჯეონეტ ექსპოს“ ორგანიზებით ტარდება.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში