პირველი ეროვნული კონფერენცია პედაგოგებისთვის

26 ნოემბერი 2022, 11:15 1999 ნახვა

Ed Camp Georgia - დღეს პედაგოგებისთვის პირველი  ეროვნული კონფერენცია გაიხსნა. მასწავლებლებს  საშუალება აქვთ ერთმანეთს გამოცდილება  გაუზიარონ,  მოისმინონ  ფსიქოლოგების მოხსენებები, ასევე შეხვდნენ უცხოელ კოლეგებს. 

ორი დღის განმავლობაში გაიმართება თემატური პანელები ჰუმანური პედაგოგიკის, მომავლის პროფესიების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. კონფერენციაში განათლების ექსპერტები და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან  150 პედაგოგი  მონაწილეობს.

კონფერენცია ედკემპ ჯორჯიას ორგანიზებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და აჭარის განათლების სამინისტროს პარტნიორობით იმართება.

ინიციატივა 2010 წელს ამერიკაში ჩამოყალიბდა, ის უკვე 40-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს, საქართველოში კი წელს  პირველად ტარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში