კონკურსი პედაგოგებისთვის

12 დეკემბერი 2025, 11:15 107 ნახვა

მაღალმთიანი აჭარის ათ საჯარო სკოლაში  არსებულ ვაკანსიებზე  პედაგოგების  შესარჩევი კონკურსი  მიმდინარეობს. „ვასწავლოთ  მომავალი წარმატებისთვის“ ქვეპროგრამის  ფარგლებში კონკურსი აჭარის განათლების სამინისტრომ გამოაცხადა. მსურველებს  განაცხადის წარდგენისთვის ვადა 26 დეკემბრამდე  აქვთ.

პროგრამა წლებია ხორციელდება და მისი მიზანი მაღალმთიანი აჭარის საჯარო სკოლებში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე პედაგოგების დასაქმების წახალისებაა.

შერჩეული პედაგოგები სამინისტროსგან  სახელფასო დანამატს ათასი ლარის ოდენობით მიიღებენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი