ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 182 ოჯახს ეკომიგრანტის სტატუსი მიენიჭა

03 დეკემბერი 2022, 11:18 814 ნახვა

ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 182 ოჯახს ეკომიგრანტის სტატუსი მიენიჭა. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით აღნიშნული ოჯახებისთვის  ორი ახალი სოციალური სახლის მშენებლობა დაიწყება.

სოფელ კაპრეშუმში 82 ოჯახზე გათვლილი მრავალბინიანი სახლის მშენებლობა  მომდევნო წლის თებერვალში დაიწყება, ასევე დაგეგმილია ერგეში  90 ოჯახზე გათვლილი სოციალური სახლის მშენებლობა.

ოჯახებზე სტატუსის მინიჭების პარალელურად გრძელდება ახალი განცხადებების მიღება და ოჯახების შესწავლა.

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გეოლოგები და სტიქიის შემსწავლელი სპეციალური კომისია სწავლობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში