„თმენა“ - ბათუმის ინკლუზიური თეატრის სპექტაკლი

04 დეკემბერი 2022, 11:03 220 ნახვა

შშმ პირთა უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში შშმ პირთა უფლებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო.

შეხვედრის შემდეგ კი ბათუმის ინკლუზიური თეატრალური დასის სპექტაკლის  "თმენა" ჩვენება გაიმართა.

,,თმენა'' სოციალური დრამაა, რომელიც სმენის არმქონე შშმ პირზე მოგვითხრობს.

სპექტაკლში ნაჩვენები იყო რა ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები სოციუმის ნაწილ ისეთ ოჯახებზე, რომელთა წევრებიც შშმ პირები არიან.''

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში