ფრენების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით, რუსეთს საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს

12 დეკემბერი 2022, 17:31 523 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციას საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს. მინისტრის განცხადებით, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ბევრი სირთულე და გამოწვევა არსებობს და ეს საკითხი ცალმხრივად გადასაწყვეტი არ არის. მინისტრმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მიმდინარე საარბიტრაჟო დავა სახელმწიფოსთან დავას ეხება და არ ეხება პროექტს. შესაბამისად, ინვესტორები ამ რისკისგან დაზღვეულები არიან.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში