"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთმა დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ შიმშილობა დაიწყო

16 დეკემბერი 2022, 10:29 537 ნახვა

პარლამენტში მოშიმშილეებს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი დეპუტატი თემურ ჯანაშია შეუერთდა.

"მე მივიღებ ყველა იმ საპროტესტო აქტივობებში მონაწილეობას, რაც მიმართული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის გადასარჩენად, ეს იქნება შიმშილობის აქცია, თუ სხვა. მოცემულ შემთხვევაში ეს არის ასეთი სახის პროტესტი და ვუერთდები მათ. შიმშილობას ვაპირებ, ვიდრე პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე არ გადარჩება", - განაცხადა ჯანაშიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვამ პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა გუშინ დაიწყეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში