აჭარის კალათბურთის ფედერაციის თასი

20 დეკემბერი 2022, 11:58 580 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში გრძელდება აჭარის კალათბურთის ფედერაციის თასის მორიგი, ტრადიციული გათამაშება 11 წლამდე ასაკის კალათბურთელთა შორის იმართება. ტურნირის მეორე დღეს „ბათუმმა“ „ქუთაისი“ 55:48 დაამარცხა, ბათუმის „ბასკო-2019“ კი „თბილისი-ბასკეტთან“ 45:82 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ასპარეზობაში „ბათუმი“, „ბასკო-2019“, „ქუთაისი“, „დინო-ბასკეტი“ და „თბილისი-ბასკეტი“ მონაწილეობენ. აჭარის კალათბურთის ფედერაციის თასის გათამაშება დღეს დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში