ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ქრისტესშობას ზეიმობს

25 დეკემბერი 2022, 11:58 528 ნახვა

დღეს ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. შობის საზეიმო წირვა ჩატარდა ბათუმის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელიც პადრე გაბრიელე ბრაგანტინიმ აღავლინა. იულიუსის კალენდრის მიხედვით შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს, ახალი სტილით აღნიშნავს კათოლიკური ეკლესია და მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია შობას გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავს, რა დროსაც 25 დეკემბერი ძველი სტილით 7 იანვარს უსწორდება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში