საკალათბურთო კლუბი ‘’ბათუმი’’ თასის მეოთხედფინალში გავიდა

18 იანვარი 2023, 22:53 1011 ნახვა

საკალათბურთო კლუბი ‘’ბათუმი’’ საქართველოს თასის მეოთხედფინალშია. ბათუმელმა კალათბურთელებმა მერვედფინალური სერიის განმეორებით შეხვედრაში ‘’მეგა’’ შინ 9 ქულიანი სხვაობით 91:82 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

პირველი შეხვედრა ‘’ბათუმმა’’  ‘’მეგასთან’’ 8 ქულიანი სხვაობით დათმო და შემდეგ ეტაპზე მინიმუმ 9 ქულიანი მოგება სჭირდებოდათ და ასეც მოახერხეს.

საკალათბურთო კლუბი ‘’ბათუმი’’ მეოთხედფინალში ‘’ქუთაისს’’ დაუპირისპირდება, რომელმაც ‘’ვერას’’ ბარიერი მარტივად გადალახა.
1/4-ფინალური სერიაც ასევე 2-მატჩიანია.

მეოთხედფინალში გამარჯვებული გუნდები ოთხთა ფინალის საგზურებს მოიპოვებენ. ოთხთა ფინალში სერიები აღარ გათამაშდება და ნახევარფინალთან ერთად ფინალიც ერთმატჩიანი იქნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში