საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო თბილისის ბიუროში

20 იანვარი 2023, 17:46 846 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრები თბილისის ახალ ბიუროში იმყოფებოდნენ. თამილა დოლიძე, სოსო სტურუა და თამუნა წილოსანი საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს, გადაცემა "ბიზნეს სტანდარტის" გუნდსა  და თბილისის ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდნენ. საუბარი  ტექნიკური მიმართულებით საჭიროებებსა და ამ ეტაპზე  ბიუროსთვის არსებულ გამოწვევებს შეეხო. 

დედაქალაქიდან მაუწყებლის ეთერში ყოველდღიური საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა "ბიზნეს სტანდარტი" და კვირაში ორჯერ ვახო ხუზმიაშვილის თოქ შოუ "თავისუფალი სივრცე" გადის. 

თბილისის ბიუროს ვახო ხუზმიაშვილი ხელმძღვანელობს, რომელსაც მანამდე მაუწყებლის დირექტორის მოადგილის პოზიცია ეკავა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი