2022 წელს ტურიზმიდან საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო - ტურიზმის ადმინისტრაცია

23 იანვარი 2023, 11:09 780 ნახვა

გასულ წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო - მონაცემებს ტურიზმის ადმინისტრაცია აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი რეკორდულია და 2021 წელთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 182 %-ით.

რაც შეეხება ტურიზმის აღდგენის დინამიკას – გასულ წელს  5.4 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.

ტურიზმის ეროვნულია ადმინისტრაციის მონაცემებით, ტურიზმის აღდგენის დინამიკით გამოირჩეოდა დეკემბერი.

ამ პერიოდში საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში