ბათუმში ქალ მეწარმეთა ფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიებაში დასავლეთ საქართველოს მასშტაბით 180 ქალი მეწარმე და 20 მოწვეული სტუმარი მონაწილეობს. შეხვედრის ფარგლებში ქალ მეწარმეებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი საქმიანობა გააცნონ ფართო აუდიტორიას და კოლეგა მეწარმეებს, გაყიდვებისა და მარკეტინფის სფეროში გამოცდილება გაუზიარონ. ფორუმის ორგანიზატორების თქმით, ქალ მეწარმეთა ფორუმი ყოველწლიურად სხვადასხვა მიზანს ემსახურება, წელს კი კონცეფცია ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრების საჭიროების შესაბამისად განისაზღვრა.