5 მილიონი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აჭარაში

24 იანვარი 2023, 19:54 999 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფლისა და სოფლად მეწარმეობის განვითარებაზე წელს თითქმის ხუთ მილიონ ლარს დახარჯავს. გაზრდილი ბიუჯეტით უწყება სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების გაზრდასთან ერთად საოჯახო მეურნეობების შექმნის ხელშეწყობასაც გეგმავს. ტრადიციულად დაფინანსება მრავალწლიანი კულტურების ბაღების განაშენიანება, მეცხოველეობა, მეფრინველეობა და სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოება. ერთი სახელწოდების ქვეშ მოქცეული სხვადასხვა პროგრამის მიზანი ბაზარზე ადგილობრივი პროდუქციის სიუხვე, მისი წარმოების გაზრდა და დასაქმებაა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში