ქობულეთში, ორ სართულიან საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა

29 იანვარი 2023, 14:24 858 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ხალაში მცხოვრები ლამპარაძეების, ორ სართულიან საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. 200 მ.კვ ფართობის სახლში განადგურებულია თითქმის ყველაფერი, მათ შორის საოჯახო ტექნიკა, ავეჯი და ნივთები. შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.

როგორც ცნობილია, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებოდნენ. როგორც ქობულეთის მერიაში ამბობენ, ლამპარაძეების ორ წევრიანი ოჯახის მოსანახულებლად ადგილზე ქობულეთის მერი ლევან ზოიძე იმყოფებოდა.

როგორც ქობულეთის მერიაში ამბობენ ლამპარაძეების ოჯახი დროებით გადაყვანილია უსაფრთხო თავშესაფარში.

რა დახმარებას გაეწევა ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს? ამ კითხვაზე, ქობულეთის მერიაში განაცხადეს, რომ დაზარალებული ოჯახის საკითხს სტიქიის კომისიაზე განიხილავენ და ოჯახს პირველ ეტაპზე დროებით ქირით გაიყვანენ და შემდგომ შესაბამისი დახმარება გაეწევათ.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში