შეხვედრა UNDP-ის წარმომადგენლებთან 

06 თებერვალი 2023, 11:30 596 ნახვა

UNDP-თან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს  იუენდიპის წარმომადგენლებმა და ბათუმის მერმა. ისაუბრეს „სტარტაპ ეკოსისტემის“ განხორციელებაზე, რომელმაც მერის თქმით,  სამომავლოდ ბათუმი უნდა წარმოაჩინოს როგორც  რეგიონული ჰაბი.

ასევე, წარდგენილია განაცხადი ევროკავშირის ექსპერიმენტების ფონდის მიერ გამოცხადებულ იდეების კონკურსში.

მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაგეგმილია და მიმდინარეობს მუშაობა ახალგაზრდებში მეწარმეობის, სტარტაპების და ინოვაციების კულტურის წახალისების მიზნით, ბათუმის საქართველოს მეორე სტარტაპ დედაქალაქად გარდაქმნისა და საერთაშორისო პლატფორმებზე მისი, როგორც სტარტაპ ქალაქის პოზიციონირების მიზნით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი