უსახლკარო სტატუსის მაძიებელთა რეგისტრაცია დაიწყო

06 თებერვალი 2023, 14:39 2795 ნახვა

ბათუმის მერიაში უსახლკაროთა რეგისტრაცია დაიწყო. მსურველებმა   მუნიციპალიტეტის  სერვისცენტრებს უნდა მიმართონ. დარეგისტრირება შეუძლიათ იმ პირებს, ვინც ბოლო ორი წლის განმავლობაში ცხოვრობს და რეგისტრირებულია ბათუმში და არ გააჩნია საცხოვრებელი, არ უნდა ჰქონდეს საარსებო მინიმუმზე მეტი შემოსავალი.

ეს არის კრიტერიუმის  არასრული ჩამონათვალი. როგორც ბათუმის მერიაში ამბობენ, ჯერ მოხდება უსახლკაროთა აღრიცხვა და გადამოწმება, აკმაყოფილებენ თუ არა იმ კრიტერიუმებს, რაც მერიას აქვს.

ამის შემდეგ მერია გადაწყვეტს როგორ მოაგვაროს უსახლკაროთა პრობლემები. რეგისტრაცია 30 აპრილამდე გაგრძელდება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში