პარლამენტში საგაზაფხულო სესია დაიწყო

07 თებერვალი 2023, 17:39 427 ნახვა

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების გამო წუთიერი დუმილით გაიხსნა საქართველოს  პარლამენტში საგაზაფხულო სესია.  დეპუტატებმა ასევე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბუბა კიკაბიძის ხსოვნას.  სხდომათა დარბაზში ოპოზიციისთვის განკუთვნილი სკამების ნაწილი  დღეს ცარიელია.    ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი ბოიკოტის რეჟიმში არიან. სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა.    ძირითადად კომენტარები გაკეთდა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ  ანალიტიკური ანგარიში არ ეხებოდა კანდიდატის სტატუსის  მისაღებად გაცემულ რეკომენდაციების შესრულების ტემპს, შესაბამისად ხელისუფლებას მოუწოდებენ რომ აქტიურად იმუშაონ ხალხის არჩევანზე,  რომელიც რამდენიმე დღის წინ ენდიაის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ჩანდა.  გამოკითხულთა 81 %  ევროკავშირში  გაწევრიანების მომხრეა. ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს  დღეს მედიასთან დაკავშირებით დაწესებულ რეგულაციებზეც  მოუწია   დამატებითი განმარტების  გაკეთება. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში