პირი, რომელიც ბათუმში ერთ-ერთ აფთიაქში შეიჭრა და თანხას ითხოვდა დაკავებულია

09 თებერვალი 2023, 11:09 608 ნახვა

პირი, რომელიც ბათუმში, რურუას ქუჩაზე მდებარე აფთიაქში შეიჭრა დაკავებულია. ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

დაკავებული შუა ხნის მამაკაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, აცხადებენ, რომ ფაქტზე მოკვლევა სსკ 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

შემთხვევა ბათუმში ორი დღის წინ მოხდა, მამაკაცი აფთიაქში შეიარაღებული შეიჭრა და სალაროდან თანხას ითხოვდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში