მშობელთა სკოლა ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის

27 თებერვალი 2023, 11:20 1042 ნახვა

მშობელთა სკოლა ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის - აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა წელს ახალი პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებში  ბენეფიციარ ორსულებს და/ან მათ მეუღლეებს სასწავლო/საინფორმაციო კურსის სახით 6 ინტერაქტიული გაკვეთილი ჩაუტარდებათ.

სასწავლო კურსს ჩაატარებს სხვადასხვა დარგის სპეციალისტი.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ,,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტით მოსარგებლე ორსულმა/ან მისმა მეუღლემ, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით; ასევე თუ ორსული ან მეუღლე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში