ხვალიდან 4 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი - გარემო

28 თებერვალი 2023, 13:21 669 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 4 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დაბლობში, ბარში და მთიან რეგიონებში წვიმის, მაღალ მთაში თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში).

მათივე ცნობით, მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის ინტერსიურმა დნობამ და შესაძლო თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში