ტელეკომპანია „იმედის“ მაუწყებლობა მოულოდნელად, დაუდგენელი მიზეზით, დაახლოებით 45 წუთით შეწყდა. არხის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ შეწყვეტა განზრახ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას უკავშირდებოდეს. ამ ეტაპზე ტელეკომპანია ვითარების დეტალურ შესწავლას აწარმოებს და სამართალდამცავ ორგანოებსაც უკვე მიმართა.
"ტელეკომპანია “იმედის” მაუწყებლობა ამ ეტაპზე დაუდგენელი მიზეზით, მოულოდნელად, დაახლოებით 45 წუთით გაითიშა. ტელეკომპანია არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდეს არხის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ აქტს. შესაბამისად, უკვე მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებსაც. ვადგენთ ხარვეზის მიზეზებს." - ნათქვამია განცხადებაში.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე