სტრასბურგის გადაწყვეტილება - იუსტიციის სამინისტროს განმარტება

12 მარტი 2023, 12:00 460 ნახვა

სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე, იუსტიციის სამინისტრო ეხმაურება.

როგორც უწყებაში ამბობენ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკვე სამართლებრივად დადასტურდა1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია და 1990-იან წლებში აფხაზების სასარგებლოდ რუსეთის უშუალო ჩართულობა სამხედრო კონფლიქტში.

ასევე, დასტურდება, რომ აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის მიერ ოკუპირებული 2008 წლის აგვისტოს ომამდეც იყო.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთს დაეკისრა ლევან მამასახლისისა და გრიგოლ ნანავას მიმართ ინდივიდუალურად 35,000 ევროს გადახდა, ხოლო ხარჯების ანაზღაურება 23,300 ევროს ოდენობით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში